“რუსი ხალხი არის ერთ მხარეს და მეორე არის ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთის პოლიტიკურ ხელისუფლებასთან, ამიტომ ერთი მეორისგან უნდა დავაშოროთ. პანდემიამ ათასობით რუსი ტურისტი ჩამოდიოდა, ახლაც ჩამოდიან, დიდი სურვილი მაქვს, კიდევ ჩამოვიდნენ, დაისვენონ, ჩვენს ლამაზ ქვეყანაში დაჰყონ, ეს პირიქით, ძალიან კარგია, ხალხთა შორის ურთიერთობები უნდა განვითარდეს, უნდა აღდგეს ნდობა და განმტკიცდეს, ეს ასე არის. ასევე სპორტსმენებს შორის. ბევრი ჩვენი სპორტსმენი ზოგი რუსეთში მოღვაწეობს, მიდიან, მოდიან, ასე რომ ყოველგვარი პოლიტიკისგან უნდა დავაშოროთ სპორტი”
თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში.