”დღეს გავიგეთ ის, რომ საქართველო ერთგვარად არ დგას იმ სამეულის ჯგუფში, რომელიც ჩვენ შევქმენით და რაღაცნაირად ჩვენ ამ ჯგუფს ჩამოვრჩით.

შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია, და მე ვეთანხმები წინა გამომსვლელს, რომელიც ამ თემაზე საუბრობდა, რომ ჩვენ ამისი უფლება არ გვაქვს. ჩვენ შეიძლება ადრე და მე პირადად ბევრი რამე ვთქვი იმიტომ, რომ ვხედავდი, რაც შეიძლება მზადდებოდა. ამან გამოიწვია ზოგის წყენა, გაბრაზება და სხვა რაღაცები, მაგრამ ფაქტი ფაქტია და ფაქტს ვერ გავექცევით.

მაგრამ ფაქტები იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ფარ-ხმალი უნდა დავყაროთ, ეს არ არის არც ქართული ხასიათი, არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მე მოსახლეობის იმედიც მაქვს…

მე ვიცი, რომ თქვენც გრძნობთ, რომ დღეს არც იმედგაცრუების, არც წუწუნის დრო არ არის. იმიტომ, რომ რაც მოგვივიდა დღეს არის გაფრთხილება – რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო. ჩვენი ბრალია.

ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაც არ დავიმსახურეთ. დავიმსახურეთ ჩვენ იმის მერე, რაც გააკეთა ამ ქვეყანამ 30 წლის მანძილზე, რომ ისე ჩამოვრჩით ჩვენს 2 მეგობარს და პარტნიორს, ჩვენი ბრალია აბა ვისი?”

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე.