პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ “გირჩი” “ცუღლუტობს”.
მისი განცხადებით, ამ პარტიის წევრები “არაჯანმრთელები არიან”, ამიტომ ხელისუფლებისთვის მათი დაკავება იოლი იქნება.
“ცუღლუტობენ და ცუდია ცუღლუტობა. ამას ყველა ხედავს. გვევაჭრება ხელისუფლება პოლიტპატიმრით? მაშინ იცი რა, შემოდგომაზე ვიღაცას დააკავებენ კიდევ. იმ გირჩის წარმომადგენლებიდან ძალიან იოლია ადამიანების დაკავება ხელისუფლებისთვის. ჯანმრთელ ადამიანებს აკავებენ და პოლიტიკოსებს და არაჯანმრთელ მდგომარეობაში ადამიანების დაკავება ბევრად იოლია ამ ტიპის ხელისუფლებისთვის. თორემ მე ვემხრობი გირჩს, დეკრიმინალიზაციას ყოველთვის ვემხრობი, ლეგალიზაციას – არა. ყველას რაღაცას პირდებიან, გირჩიც არ აკეთებს ამ განცხადებებს ჰაერზე”,– ამბობს ჩარკვიანი ტვ პირველის ეთერში.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს დაპირება კავშირშია “ბიძინა ივანიშვილის სურვილებთან” და “ავღანიზაციასთან”.