“ჩაუკეტეთ რუსებს პორტები, რომ კომერციული გემები სამხედრო გემის მიმართულებით წავიდნენ ” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
”ახლაა საჭირო მოქმედებები, რათა სხვა პოტენციურმა აგრესორებმა ნახონ, რომ ომი – ეს მხოლოდ დანაკარგია და არანაირი სარგებელი მოაქვს. ამიტომ, საჭიროა რომ ყველა ევროპელმა ჩაკეტოს პორტები ყველა რუსული გემისთვის. იმისათვის, რომ ყველა რუსული კომერციული გემი რუსული სამხედრო გემის მიმართულებით წავიდეს. საჭიროა, რომ ყველა დასავლურმა კომპანიამ დატოვოს რუსული ბაზარი და მოგების საკუთარი წყურვილი პიარად არ ჩაანაცვლოს, მიუხედავად სამხედრო დაშანაულისა. როგორც ამას მაგალითად ნესტლე აკეთებს” – განაცხადა ზელენსკიმ.