მე თვითონ ინფორმაციას არ ვფლობდი ამის შესახებ, მაგრამ ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი ჩემზე მიმდინარეობდა – გიორგი გაბუნია მასზე დაგეგმილ თავდასხმასთან და შეკვეთილ მკველობასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
დაცვამ ყურადღება გაამახვილა და ამის გამო მოხდა კიდეც დაცვის გაძლიერება, ორ წელიწადზე მეტია რაც დაცვა მყავდა, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. განსაკუთერბით მას შემდგ რაც კადიროვს არც დაუმალავს ჩემი გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ ვინმე სამდე შემხვდებოდა და რამე დამემარეთბოდა – ამბობს გიორგი გაბუნია.
ქავთარაძის ქუჩაზე, სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბიკოვი საქართველოს დედაქალაქში კონკრეტული დავალებით – გიორგი გაბუნიას მკვლელობისთვის იყო ჩამოსული. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ინფორმაციით, დავალება მან ჩეჩნეთის ლიდერისგან, რამზან კადიროვისგან მიიღო