საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას მართლაც შეხვდა, თუმცა პოლიტიკაზე არ უსაუბრიათ.
“გიგი [უგულავა] იყო ჩემთან სახლში, სუფრა გავუშალე, ძალიან თბილი შეხვედრა იყო, თითქმის არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე. რატომ არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე, მაგასაც გეტყვით. იმიტომ, რომ არ გვინდოდა მოგვეწამლა ადამიანური შეხვედრა. მე მათი კამპანია, რა თქმა უნდა, არ მომეწონა, მე მიმაჩნია, რომ მათთან კამპანიამ პირველ რიგში დააზარალა ისინი და დააზარალა ჩვენი საერთო საქმე. თავდასხმები ჩემზე არ იყო საერთო ინტერესებში, მაგრამ შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ძალების გაერთიანება, ამიტომ წარსულზე კონცენტრირება არ იყო საჭირო”, — განაცხადა სააკაშვილმა ტვ პირველთან საუბრისას.
მისივე თქმით, ევროპული საქართველოს პარტიული საკითხები არ გაურჩევია. ასევე, მისი თქმით, როცა ეს პარტია შეიქმნა, მაშინვე მიაჩნდა, რომ მას განსაკუთრებული ნიშა [ვერ ექნებოდა].
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ენმ–ს გუნდში ბაქრაძე–უგულავას ადგილიც მოიძებნოს, სააკაშვილი ასე პასუხობს:
“ახლა გუნდებად დაყოფა საერთოდ აღარ არის, ან მთელი ქართული საზოგადოება ჩამოიფერთხავს ამ ტალახს, ან საქართველო გაქრება”.