“ჩემი ინტერვიუს დროს შემოიყვანეს დაუძახეს სტუდიაში მათ და მოაწყვეს.”- ასე პასუხობს “ლელოს” თავჯდომარე მამუკა ხაზარაძე, კითხვაზე იყო თუ არა შეთანხმებული რუსთავი2-თან მისი და ალეკო ელისაშვილის ეთერში ჯდომა. მისი თქმით, რუსთავი2-ს არ გაუფრთხილებია, რომ მასთან ერთად ეთერში ალეკო ელისაშვილი და იაგო ხვიჩიაც იქნებოდნენ და მას ეს ყველაფერი “მოუწყვეს”. ამის შესახებ მან “მთავარის” ეთერში ისაუბრა.
“უნდა ვყოფილიყავით მე და წამყვანები ეთერში მარტო უდნა გვესაუბრა და მეორე ბლოკში რა იქნებოდა მე წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ რაღაც ისე მოხდა რომ ჩემი ინტერვიუს დროს შემოიყვანეს დაუძახეს მათ და მოაწყვეს.”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ