“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება საერთაშორისო ფრენების აღდგენას ოქტომბრამდე არ აპირებს.
“დიდი ალბათობით და ჩემი ინფორმაციით, ხელისუფლება საერთაშორისო ფრენების ოქტომბრამდე აღდგენას არ აპირებს.
თუმცა, არსებობს ეპიდემიოლოგიის მართვის გამოცდილება საზღვრების გახსნის შემდეგ.
ეს ძალინ მძიმე იქნება ეკონომიკისთვის და დემოკრატიისთვის”,– წერს დეკანოიძე.
დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღადგინოს სპეცრეისების პროგრამა, რომლითაც ევროპიდან ემიგრანტები ჩამოყავდათ.
პრემიერი გახარია ევროკავშირის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს შესაძლებლობა ქვეყანამ ისე უნდა გამოიყენოს, რომ ვირუსის უკონტროლო გავრცელება არ დაუშვას.
გახარია ვერ ასახელებს თარიღს, როდის გაიხსენება რეგულარული ფრენები. ამაზე პასუხი არ აქვს ფინანსთა მინისტრსაც.