“ჩემი სახლი რომ არ მაქვს, ალბათ, ესეც დანაშაულია” – თქვა ბადრი ესებუამ საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს.
“მე მინდა, რომ სასამართლო სხდომაზე ვიმყოფებოდე და არა აქედან, სკაიპით. ვერ დავიცავ ვერანაირად თავს, ძლივს მესმის ხმა თქვენი. უბრალოდ, აზრი არ აქვს ასე საუბარს. ადვოკატის საუბარი კი მესმოდა მაგრამ…
ფაქტიური საცხოვრებელი რომ არ მაქვს ესეც დანაშაულია ალბათ, ჩემი სახლი რომ არ მაქვს…” თქვა ბადრი ესებუამ.
საქართველოს ბანკზე თავდასხმისთვის ესებუა 2 წელი იძებნებოდა. ის 8 თებერვალს დააკავეს.