“ჩემო ონელებო, ლეჩხუმელი კაცი ვარ მე თვითონ, დედა მყავს რაჭველი, ამიტომ სხვანაირად მიყვარხართ და მართლაც საყვარლები ხართ, ვაჟკაცები ხართ. შარშან რაც მოხდა – რიონმა წყალუხვობის და სტიქიის სახით ასწლოვანი პიკი თავიდან დაიწყო.
სიმბოლურია, ტაძრის ეზოში ვდგავართ. წირვა დასრულდა და ამ წირვის მადლი გვეწეოდეს ჩვენ ყველა იმ კეთილ საქმეში, რასაც ონში იქნება თუ სხვაგან გავაკეთებთ, რამეთუ, მართალი როცა ხარ და მართლ საქმეს აკეთებ, ღმერთი შეგეწევა”