“ჩემო პოლიციელებო, ვისაც გიყვართ საკუთარი ხალხი, დაფიქრდით რა არის მნიშვნელოვანი”- იმერეთის სამხარეო პოლიციის მოქმედი გამომძიებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ამხელს. ზურაბ ხმელიძის სკანდალური განცხადების შემდეგ, ის უწყებას ტოვებს და პოლიციის მოწმობას უწყებას ფოსტით გაუგზავნის.
”ჩემსავით ბევრი ფიქრობს, ერთი დღე სამსახურშ არიან მეორე დღეს ნამოვანში, ყველა ზღვარზეა ბევრს უნდა სისტემიდან წამოსვლა ბევრის უკან ოჯახია.. ჩემო პოლიციელებო ჩემო ძმებო ვინც ფიქრობთ და ვიცი და გიცნობთ თითოეულ თქვენთაგანს და ხართ ძალიან გულანთებულები რომელსაც გიყვართ სამშობლო საკუთარი ხალხი, დაფიქრდით თქვენ თავთან და გადაწყვიტოთ რა არის მნიშნველოვანი თქვენთვის. უკანონო დავალებები იყო ყოველდღიურად ნამოხვანში მაგალთად რიონის ხეობის გადარჩენისთვის რომ არიან ის ადამიანები შეკრებილები მათთან მიმართებაში.. დისკრმინაციულად გამოცალკევებული გვყავს ხეობაში, რომლებიც არიან პროტესტის მონაწილეები, მათ არ აქვთ სახლში წასვლის უფლება.
გუშინ იყო პოლიციის დღე, გამოსული იყვნენ ჩვენი ხელისუფლების წარმოამდგენლები და ხაზს უსვამდნენ ჩვენი, პოლიციის ღირსებას, არადა თვითონ ამ ადამიანებმა გახადეს დღეს პოლიცია ღირსება აყრილი და სულში ჩაფურთხებული. ამ ადამიანებმა პოლიცია უბრალო ადამიანებს შეაზიზღეს შეაზარეს” – განაცხადა გამომძიებელმა “მთავარ არხთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.