“რუსეთს 9 მაისამდე სურს ბახმუტის აღება, მაგრამ თავდაცვის ძალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მათი გეგმები რეალობად არ იქცეს.
მალე გინესის რეკორდს დაამყარებენ [ბახმუტის] აღების თარიღის გადადებაში. მარტის ბოლომდე მათ მთელი დონბასი უნდა აეღოთ. ბახმუტის აღების პირველი თარიღები 2022 წლის ივლისში იყო, თუმცა ის დღემდე მყარად დგას”
აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერი, სერგეი ჩერევატი.