უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვის საშიშროების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობას აფრთხილებს.
მისი ინფორმაციით, ატომურ ელექტროსადგურში დაზიანებულია ელექტროქსელი, სარეზერვო გენერატორებს კი მომარაგება მხოლოდ 48-ის განმავლობაში შეუძლიათ, რის შემდეგაც ატომური გაჟონვის საფრთხე არსებობს.
“დაზიანებულია ერთადერთი ელექტროქსელი, რომელიც ამარაგებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ყველა ატომურ ობიექტს. ის რუსი ოკუპანტების მიერ არის ოკუპირებული. CNPP-მა დაკარგა ელექტრომომარაგება. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, სასწრაფოდ მოსთხოვოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა და სარემონტო განყოფილებებს მისცეს საშუალება, აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება.
სარეზერვო დიზელის გენერატორებს აქვთ 48-საათიანი სიმძლავრე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მომარაგებისთვის. ამის შემდეგ, გამომუშავებული ბირთვული საწვავის საწყობის გაგრილების სისტემები შეჩერდება, რაც რადიაციულ გაჟონვას გარდაუვალს გახდის. პუტინის ბარბაროსული ომი მთელ ევროპას საფრთხის ქვეშ აყენებს. მან ეს უნდა შეწყვიტოს!”,– წერს კულება ტვიტერზე.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს.