ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების შანსები მცირდება

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ პრაღაში, ჩერნინის სასახლეში ჩეხეთის ელჩების შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინაში გაყინული კონფლიქტის სცენარი სულ უფრო და უფრო სავარაუდო ხდება, იტყობინება Ceske Noviny.

„გაჭიანურებული გაყინული კონფლიქტის ადრეული მოგვარების შანსები მცირეა და სულ უფრო მცირდება. რუსული აგრესიის შედეგები მრავალფეროვანია და გარკვეულწილად გავლენას ახდენს ნერვიულობაზეც, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა.

„ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრითაც კი, არსებობს ჩიხის საფრთხე და გაყინული კონფლიქტის რეალობა“, – ამბობს ფიალა.