“თუმცა, ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია. ჩვენ არ ვესხმით თავს რუსეთს მაშინ, როდესაც ყველა სხვა ასე იქცევა. ამის ნაცვლად, ჩვენ ბატონ პუტინთან ურთიერთობა შევინარჩუნეთ. მან კარგი რამ შემოგვთავაზა და თქვა, რომ მარცვლეულს აფრიკის ქვეყნებში უფასოდ გაგზავნის. რაზეც ჩვენ ვუპასუხეთ, რომ მარცვლეულს თურქეთის ქარხნებში დავფქვავთ და აფრიკის ღარიბ ქვეყნებში გავიტანთ”.
აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. მისითქმით, თურქეთი მზად არის, რუსული მარცვლეული დაფქვას და საჭიროებისამებრ, აფრიკის ქვეყნებში გაგზავნოს.