ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გაცხადებით, ქვეყანაში PCR ტესტების საკმარისი მარაგია შეძენილი და ჯერჯერობით დეფიციტი არ არსებობს, პარალელურად კი ტესტების შეძენა მიმდინარეობს.
„PCR ტესტების მარაგი ქვეყანაში შეძენილია. აღნიშნულის გათვალისწინებით, დეფიციტი არ ფიქსირდება. ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ ჩვენს მარაგებს და შესყიდვებიც პარალელურ რეჟიმში, გეგმურად მიმდინარეობს“, – განაცხადა ტიკარაძემ საკოორდინაციო საბ
ჯანდაცვის მინისტრის თქმით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა საგანგაშო არ არის, რადგან პროცენტულად მაღალია გამოვლენა იმ სამიზნე ჯგუფებში, ვისაც ტესტირება უტარდება.
„ამ შემთხვევაში, ჩვენ გაზრდილ რიცხვებს არ აღვიქვამთ, როგორც ნეგატიურ რიცხვებს, ვინაიდან საკმაოდ მაღალია პროცენტული გამოვლენა იმ სამიზნე ჯგუფებში, რომლებშიც ტესტირებას ვატარებთ. ჩვენი მიზანია სწორედ ის, რომ გამოვლენა მაღალი გვქონდეს და არც ერთი ინფიცირებული ადამიანი არ დარჩეს, როგორც რისკის მატარებელი საზოგადოებაში და შესაბამისად, ინფექციის გამავრცელებელი, ასევე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ტიკარაძემ.