“მინდა, განსაკუთრებით მივესალმო ახალგაზრდებს და მოგმართოთ თქვენ პირველ რიგში – ძალიან მიხარიხართ. იმიტომ რომ რაც კეთდება ამ ქალაქში, ეს იქნება ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო მიმართულება, ეს იქნება ეკოლოგია, გარემოს დაცვითი პროექტები, ეს ყველაფერი კეთდება თქვენთვის, ჩვენი შვილებისთვის.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გაკეთებულით არ ვკმაყოფილდებით, მაგრამ მე, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ნამდვილად მეამაყება ის რაც გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. ნამდვიალდ მსიამოვნებს, რომ შემოდის საპარკო კულტურა. ყველა სკვერი, ყველა რეკრეაციული სივრცე, ყველა პარკი გადატენილი ადამიანებით და ეს, რა თქმა უნდა, არის სასიამოვნო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში, რომ კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე შევქმნათ, რომ ეს ქალაქი ევროპაში იყოს ყველაზე მწვანე.
თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაენისა და 9 მარტის ბაღების გახსნის ცერემონიაზე.