პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმის შემდეგ აცხადებს, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ სვლას აგრძელებს.
მისი თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლების დროს ევროკავშირთან ინტეგრაცია შეუქცევადი გახდა.
“იმისთვის, რომ დააბნიონ მოსახლეობა, მათ შორის ჩვენი მეგობრები უცხოეთში, ევროპაში, ამ მანიპულაციებით და ტყუილებით, დამახინჯებული ფაქტებით ცდილობენ მოსახლეობის და ჩვენი მეგობრების შეცდომაში შეყვანას. რა თქმა უნდა, სიმართლე არის ერთი, სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცედ სვლას ევროკავშირისკენ, ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რომ საქართველო მტკიცედ წარსდგება და შეიტანს განაცხადს 2024 წელს ოფიციალურად წევრობაზე და რა თქმა უნდა გავაგრძელებთ სტრატეგიულ მოთმინებას და სტრატეგიულ მზადყოფნას, რომ ერთ დღეს, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის დიდი ოჯახის და ნატოს წევრი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა სამტერედიის მერობის წარდგენაზე.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველო NATO-ს წევრობისთვის მზად არის, თუმცა ეს წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ.