“ჩვენ თვალები ვაბრიალოთ, იქ კი პოლიტიკა კეთდება…“–ხუხაშვილი სააკაშვილის უკრაინის ვიცე პრემიერად დანიშვნაზე

ექსპერტი გია ხუხაშვილი უკრაინის ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვას აფასებს. მისი აზრით, ზელენსკის დღეს სააკაშვილი ჭირდება.

“რატომ ნიშნავს ზელენსკი სააკაშვილს?
1. ზელენსკიმ ვერ შეძლო კორუმპირებული სისტემის დანგრევა. შესაბამისად სჭირდება ბულდოზერი, რომელიც სისტემას შეაზანზარებს.
2. დააბალანსებს ავაკოვს, რომელსაც თვითონ ვერაფერი მოუხერხა.
3. ცივ წყალს გადაასხამს პოროშენკოს რევანშისტულ გეგმებს.
4. “თუ ვინმეს ვერ ერევი, იმეგობრე მასთან” – პრინციპით ერთ “ზანოზას” იშორებს.


მოკლედ, მას უნდა შეტევის აქცენტები გადაიტანოს სააკაშვილზე და თვითონ არბიტრის როლში ჩადგეს.
ის ფიქრობს, რომ უეჭველს თამაშობს.თუ სააკაშვილი წარმატებული იქნა, დივიდენდებს თვითონ მიიღებს, თუ წააგო, ერთ პოტენციურ პრობლემას მოიშორებს. ამ ბრძოლებში კი მისი მტრები დასუსტდებიან.


ჩვენ თვალები ვაბრიალოთ, იქ კი პოლიტიკა კეთდება…“– ამბობს ხუხაშვილი.