გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, რომელიც დღეს გერმანიაში, ბავარიაში დიდი შვიდეულის სამიტს მასიპნძლობს, ამბობს, რომ მოკავშირეების ერთიანობა ურყევია.
დღეს ის სამიტზე ჩასულ ბაიდენს შეხვდა, შეხვედრის ფოტო კი ტვიტერზე დადო ტექსტით:
“ჩვენ ვრჩებით ერთიანები, ვრჩებით ერთად. ეს ჩვენი მკაფიო სიგნალია პრეზიდენტ პუტინისთვის. მიხარია თქვენი ნახვა დიდი შვიდეულის სამიტზე, პრეზიდენტო ჯო ბაიდენ“.