“ჩვენ მათ ისეთ დარტყმას მივაყენებთ, არც კი დაესიზმრებათ”- განაცხადა, ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ “ჰამასზე” საუბრისას. მისი თქმით, ისრაელის თავდაცვითი ძალების და ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის მეთაურობით, უკვე ლიკვიდირებულია “ჰამასის” რამდენიმე ლიდერი თუმცა ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციები კვლავ გაგრძელდება.
“ერთი საათის წინ, ჩვენ ჰამასის გენერალურ შტაბში უფროსი მეთაურების ლიკვიდაცია მოვახდინეთ, მათ შორის იყვნენ ასევე ღაზის სტაფი და სხვა უფროსი ტერორისტები. ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ მათ დარტყმებს მივაყენებთ, როგორიც არც კი დასიზმრებიათ”. – თქვა ნეთანიაჰუმ.