“ჩვენ ვარჩიეთ ქალაქის, მოქალაქეების ინტერესები და არა პოლიტიკურად მომგებიანი პოზა, ჩვენ პოპულიზმს საქმის კეთება ვარჩიეთ და ეს სითამამე, გნებავთ პატრიოტიზმი. ნამდვილად მეამაყება. მიხარია და მჯერა, როცა სატრანსპორტო რეფორმა დასრულდება, არამარტო თბილისელები, არამარტო ჩემი თანაგუნდელები, არამედ ყველა, მართლა ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანი, პოლიტიკოსებიც დააფასებთ გაწეულ სამუშაოს. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში თბილისი დადგება სხვა ევროპული დედაქალაქების გვერდით გამართული სატრანსპორტო პოლიტიკით. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი”
განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.