პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების
“დღეს ჩვენ შეგვიძლია როგორც გარდამავალი შედეგი, განვაცხადოთ, რომ ჩვენ შევძელით ინფექციის გავრცელების შეჩერება, ტემპების შეჩერება, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ მიუხედავად ტესტირების პრინციპულად გაზრდილი რაოდენობისა, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შედარებით სტაბილურია.
უფრო მეტიც, დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ პირველად ბოლო თვეების განმავლობაში, 17 000-ზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3 000-ზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, გვაძლევს მხოლოდ და მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი შედეგი, პირველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ მიზანი გახლავთ გავრცელების სისწრაფის შეჩერება, რაც ჩვენ მოვახერხეთ”,– ამბობს გახარია.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ “შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ ხანდაზმულებს, მოხუცებს და ქრონიკული დაავადების მატარებლებს.”
”