”ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ! დიდება უკრაინას”
ასე ეხმაურება, უკრაინის თავდაცვის ძალები, უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირდაპირ ეთერში გამართულ მწვავე კამათს.
მანამდე უკრაინის მეთაურს, მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდალმაც გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ.
- ”შეიარაღებული ძალები უკრაინის გვერდითაა, ხალხის გვერდითაა, უმაღლესი მთავარსარდლის გვერდითაა.ჩვენი ძალა ერთობაშია.ვაგრძელებთ ოკუპანტის განადგურებას, ვაახლოებთ გამარჯვებას”. -აცხადებს გენერალი.