“მე-40 ადგილზე ვართ, 39 ქვეყანაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სიკდვილობის – 1.39% მაშინ, როდესაც სხვებს, მათ შორის, წამყვან ქვეყნებს, თქვენ წარმოიდგინეთ, გერმანიასაც აქვს 2.42%, ანუ ჩვენზე ორჯერ მეტი. ამაზე ძალიან ხშირად მედავებიან, რომ ჩვენთან გადარჩენის მაჩვენებელი არის უკეთესი, ვიდრე ევროპის 39 ქვეყანაზე და უკეთესი, ვიდრე ინგლისში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, ავსტრიაში და ყველგან.
ამაზე აქვთ ჩემს ოპონენტებს ერთადერთი ძალიან სუსტი კონტრარგუმენტი – როგორ შეიძლება, რომ საქართველოს თავისი სუსტი ჯანდაცვით ჰქონდეს უკეთესი გადარჩენის მაჩვენებელი კოვიდში, ვიდრე იგივე გერმანიას. “ეს ხომ ალბათ ციფრების მისთიფიკაციაა” – არავითარი მისტიფიკაცია არ არის, ყველა მსურველს შეუძლია შევიდეს ავტორიტეტულ საიტებზე და ნახოს”
აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე რუსთავი 2-ის ეთერში.