” ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სანქცირებული მოქალაქის სახელსა და გვარს” – აცხადებს ამის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა.
“ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირის, რადგან სხვადასხვა ინტერპრეტაცია გაჩნდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელსა და გვარს. ეს გადაწყვეტილება მიებას რომელიმე პირის დაცვას ან სანქციებიდან თავიდან არიდებას – არის ამ გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობა”, – განაცხადა თურნავამ ბრიფინგზე.