“ერთ თვეში ახალი პარტიის დაფუძნება მირჩევნია მათთან [გიგი წერეთელი, კაკო ბობოხიძე] ბრძოლას, ერთი სული მაქვს, როდის შემოგთავაზებთ. გასაგებია, რომ მოდიფიკაციები მოგვიწევს, მაგრამ გავაკეთებთ ამ ყველაფერს.
ამ პარტიის ზრდას განაპირობებდა ის იდეები, რასაც ჩვენი გუნდი განასახიერებს. ჩვენი გუნდი აქ არის, დააფუძნებს ახალ პარტიას და ძალიან მალე გეტყვით, ვის მისცეთ ხმა, აქაც პასუხისმგებლობით მოვიქცევით”
ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილმა საკუთარ პირად გვერდზე, პირდაპირი ჩართვის დროს ისაუბრა.