ჩვენი დაღუპული ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გამო პასუხისმგებელი თქვენ ხართ-არესტოვიჩი გერმანიის კანცლერს

“ბატონო შოლც, ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის გამო პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ, ყოველდღე იღუპებიან ბავშვები, ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ 100 ჯარისკაცს, რადგან თქვენ არ გვაძლევთ მძიმე იარაღს“, –  ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რას ეტყვის გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, იმ შემთხვევაში თუ მას შეხვდება.არესტოვიჩის თქმით, უკრაინას გერმანიისგან სჭირდება შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და უპილოტო საფრენი აპარატები. არესტოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას დაჰპირდა „ლეოპარდის“ ტიპის 88 ერთეულ ტანკს და 50 ერთეულ „გეპარდის“ ტიპის თვითმავალ საზენიტო დანადგარს.

„უკრაინის არმია ძლიერია, ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ რუსები და განვდევნოთ ისინი ჩვენი ქვეყნიდან, მაგრამ ჩვენ გვჭირდება იარაღი“ -თქვა არესტოვიჩმა.