“ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ტაქტიკა გვეხმარება ჩვენ საარჩევნო შედეგის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებაში. ისინი საუბრობენ რადიკალიზაციაზე, პოლიტიკურ პროცესებში ქაოსის შემოტანაზე. რა თქმა უნდა, ასეთ დროს კი უფრო მობილიზებული იქნება ჩვენი ამომრჩეველი. ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანაში არეულობა და ქაოსი არავის უნდა. ხალხს განვითარება სჭირდება. ჩვენ წინა არჩევნების შედეგების გაუმჯობესება თავისუფლად შეგვიძლია. შარშან, საპარლამენტო არჩევნებში, ჩვენ ავიღეთ 48% და შეგვიძლია არა ამ შედეგის შენარჩუნება, არამედ გაუმჯობესება. ჩვენი პრინციპული ამოცანაა, მივიღოთ ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა.
რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, პრინციპულია, თბილისში პირველივე ტურში კახა კალაძის გამარჯვება და ამაში დარწმუნებულებიც ვართ. ძალიან კარგი განწყობაა და “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს ისე, როგორც სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას”
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.