“ჩვენი სიცოცხლე დევს სასწორზე.ძალადობრივად ამ საქმის მოგვარება გამორიცხულია“–ბანკში მძევლად აყვანილი მოქალაქე

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მძევლად აყვანილი ირაკლი კვარაცხელია ცოტა ხნის წინ მთავარი არხის ეთერში კიდევ ერთხელ ჩაერთო და ხელისუფლებას სთხოვა, თავდამსხმელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს:

“ჩვენი სიცოცხლე დევს სასწორზე. არ არის პოლიტიკური გარჩევების დრო. ამდენი ადამიანი ვართ ქალიან კაციანად. ჩვენი სიცოცხლე ამ წუთას ნებისმიერი ჩვენთაგანის შეიძლება დამთავრდეს. მისცენ ამ ადამიანს ეს ფული, გაუშვან და მერე მოაგვარონ როგორც უნდათ ისე.

ყველას მივმართავ, არ არის პლიტიკური საქმის გარჩევების დრო

ძალადობრივი მეთოდებით ამ საქმის მოგვარება არის სრულიად გამორიცხული. იქნებ მისცენ ამ ადამიანს რასაც ითხოვს და გაუშვან აქედან.“– ამბობს ირაკლი კვარაცხელია.

შეიარაღებულ თავდამსხმელს უკვე ოთხი საათია 19 ადამიანი მძევლად ყავს აყვანილი. ის 500 000 დოლარს  და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს. ულტიმატუმის ვადა ცოტა ხნის წინ ამოიწურა.