”ჩვენი შიდა კვლევით, მხარდამჭერების 91%-მა გვითხრა, რომ პოზიცია ბოიკოტზე სწორია ”-ამის შესახებ პარტია “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გადაცემა “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” ისაუბრა.
“ჩვენ ავიღეთ 65 ათასი ხმა. დავიწყეთ ყველა ამ ადამიანთან დარეკვა. ჯერ თბილისში დავრეკეთ ყველა იმ ადამიანთან, რომელიც ჩვენთან იყო რეგისტრირებული, შესაბამისად, 45 ათასი ადამიანიდან 22 ათასმა დაგვიდასტურა, რომ მათ ხმა მისცეს ლელოს. ეს არის ისეთივე ციფრი, რაც თბილისში მივიღეთ. კითხვა მაქვს, როგორ შეიძლება, ჩვენთვის ხმა მოეცათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს რეგისტრაციაში იყვნენ მილიონნახევრიან ქალაქში.
20 ათასი ადამიანიდან, 91%-მა გვითხრა, რომ ლელოს პოზიცია ბოიკოტის შესახებ სწორია. ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც ჩავატარეთ ჩვენი, შიდა, საკმაოდ სერიოზული პროფესიონალების მხარდაჭერით.”- აცხადებს, ხაზარაძე.