“ჩვენი ცხოვრების მუდმივი კეთილი ნაწილი იყო” – ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას ძაღლი, ბო ობამა, სიმსივნით მოუკვდა. ამის შესახებ, ბარაკ ობამამ Twitter-ზე დაწერა. პრეზიდენტის ერთგული მეგობარი კიბოთი იყო დაავადებული.
“დღეს ჩვენმა ოჯახმა ნამდვილი მეგობარი და ერთგული კომპანიონი დაკარგა. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბო ჩვენი ცხოვრების მუდმივი, კეთილი ნაწილი იყო. იგი იყო ზუსტად ის, რაც გვჭირდებოდა და იმაზე მეტი, ვიდრე ველოდით. ჩვენ ის ძალიან მოგვენატრება”. – წერს ბარაკ ობამა.
Today our family lost a true friend and loyal companion. For more than a decade, Bo was a constant, gentle presence in our lives—happy to see us on our good days, our bad days, and everyday in between. pic.twitter.com/qKMNojiu9V
— Barack Obama (@BarackObama) May 8, 2021