ჩვენს დამკვირვებელს საარჩევნო უბანზე ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ – საია

“ჩვენს დამკვირვებელს საარჩევნო უბანზე ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ”- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ და საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს. ამის შესახებ ინფორმაციას, საია ავრცელებს.

“მიუხედვად არაკონკურენტული მეორე ტურისა, პირველი ტურის მსგავასად ამომრჩევლის ნების კონტროლი კვლავ გამოწვევად რჩება. უბნებზე მობილიზებული არიან კოორდინატორები და აქტივისტები, რომლებიც ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გარემოს ქმნიან. ასევე ორ შემთხვევაში ( ჩუღურეთის ოლქის #10 და რუსთავის ოლქის #45) მათ ხელი შეუშალეს ჩვენს დამკვირვებლებს საკუთარი უფლებამოსილების განხორცილებაში და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.