ჩვენ არ ვართ რაღაც რელიგიურ გაერთიანებაში, სადაც რწმენით წყდება ასეთი [სანქციების] საკითხები. ჩვენ საქმე გვაქვს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ბრალდებასთან. სამწუხაროდ, აშშ-ს ელჩი იყენებს ძალიან მძიმე ტერმინებს კონკრეტული ინდივიდების მიმართ  – კორუმპირებულების ტერმინით იხსენიებს მოქმედ მოსამართლეებს, რაც, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. არავინ ჩვენს მოქალაქეებს არ თვლის ღირსად, რომ წარუდგინოს მტკიცებულებები ამასთან დაკავშირებით.

ჩვენ არ ვართ რელიგიურ გაერთიანებაში, სადაც რწმენა იქნებოდა საკმარისი. ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე ბრალდებებთან. ეს ხომ ნებისმიერი ურთიერთობის მინიმუმი ეთიკის სტანდარტია – ის, ვინც აყენებს პრეტენზიას, მან უნდა მოიტანოს მტკიცებულებები. თუ მტკიცებულებები არ არის მოტანილი, ესე იგი, პრეტენზიას არ აქვს საფუძველი. შესაბამისად, მანამ, სანამ არ იქნება წარმოდგენილი მტკიცებულებები, ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ღია თავდასხმები ქართველ მოსამართლეებზე.

ამბობს იმედის ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ს მიერ მოსამართლეთა კლანის სანქციერებაზე საუბრისას.