ჩვენც შესაძლოა, 12 წლის ასაკის ზემოთ დავიწყოთ ვაქცინაცია – გამყრელიძე

“ჩვენც შესაძლოა, 12 წლის ასაკის ზემოთ დავიწყოთ ვაქცინაცია “- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გამოყენება შესაძლოა, 12 წლის ასაკის ზემოთაც დაიწყონ, თუკი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნულის ნებართვას გასცემენ.

„ახლა უკვე შეზღუდვა აღარ იქნება, ნებისმიერი ვაქცინა იქნება 18 წლის ზემოთ ყველასთვის. იმ ვაქცინებზე, რომელზეც დაიშვება დაბალი ასაკი, შესაბამისად, საქართველოც მიიღებს გადაწყვეტილებას. იცით, რომ ბავშვებში ჯერჯერობით, ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ 12 წლის ზემოთ დაუშვეს „ფაიზერის“ გამოყენება. დაიწყო შტატებმა, კანადამ, სამი დღის წინ ჩაერთო იტალიაც და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მისცემს დასტურს, რა თქმა უნდა, მერე ჩვენც შესაძლოა, 12 წლის ასაკის ზემოთ დავიწყოთ გამოყენება. ასევე, შესაბამისი კვლევები მიდის 12 წლის ასაკის ზემოთ ჩინურ ვაქცინებზე, ასევე, „ასტრაზენეკაზე“ და „მოდერნაზეც“. თუ რა თქმა უნდა, მარეგულირებლები მისცემენ დასტურს, საქართველოც შესაბამისად გადავა, რადგან მოგეხსენებათ, ბავშვებში ინფექცია შედარებით მსუბუქად მიდის, მაგრამ ისინი აქტიური გამავრცელებლები არიან“, – განაცხადა გამყრელიძემ.