”ჩინეთი არასოდეს დაესხმება თავს უკრაინას” – განუცხადა ჩინეთის ელჩმა უკრაინაში ფანს სიანჟუნიმ მაკსიმ კოზიტსკის, ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. ამის შესახებ ინფორმაციას, CNN ლვოვის რეგიონულ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩინეთი არასოდეს დაესხმება თავს უკრაინას. ჩვენ დავეხმარებით, განსაკუთრებით ეკონომიკურად. ამ სიტუაციაში, რომელიც ახლა გაქვთ, ჩვენ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
ელჩის განცხადებას იზიარებს და ადასტურებს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერიც ჟაო ლიჯიანი : „ჩინეთი აბსოლუტურად მხარს უჭერს ელჩის განცხადებებს და ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს უკრაინაში სიტუაციის განმუხტვას. ის მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევაში“.