ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მისივე თქმით, ჩინეთის მეგობრობა რუსეთთან არის “მყარი” და თანამშრომლობის პერსპექტივები ძალიან ფართოა. საგარეო მინისტრის ცნობით, ჩინეთი მზადაა, კონსტრუქციული როლის ითამაშოს მოლაპარაკებების ხელშეწყობაში და იმუშავოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან საჭირო შუამავლობის ჩასატარებლად.
“როგორი სახიფათოც არ უნდა იყოს საერთაშორისო ვითარება, ჩინეთი და რუსეთი შეინარჩუნებენ თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს და განაგრძობენ ახალ ეპოქაში კოორდინაციის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის წინ წაწევას”. – აღნიშნა ვან იმ.
ჩინეთი ამ დრომდე არ გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, “ცეცხლზე ნავთი არ დაასხან”.