ჩინეთის ელჩი ისრაელში, დუ ვეი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ფაქტს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.
57 წლის დუ ვეი ისრაელში ჩინეთის ელჩად 2 თვის წინ დაინიშნა და თელ-ავივის გარეუბანში ცხოვრობდა. ჩინელი დიპლომატის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.