ჩინეთმა ლავროვის თვითმფრინავს პეკინში დაჯდომის საშუალება არ მისცა და მოსკოვში გააბრუნა

ჩინეთმა  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვის  თვითმფრინავს პეკინში დაჯდომის საშუალება არ მისცა და უკან, მოსკოვში გააბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ, გერმანული გამოცემა BILD-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი, ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკში შემობრუნდა.

Bild-ის ცნობით, გაურკვეველია, ჩინეთმა თქვა უარი რუს ოფიციალურ პირთან შეხვედრაზე თუ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით დაბრუნდა ლავროვის თვითმფრინავი რუსეთში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის მხარდაჭერის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ჩინეთს დაეკისრება.