რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შედეგად ამოქმედებული დასავლური ფინანსურ-ეკონომიკური სანქციების გამო, ჩინეთმა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა დროებით შეაჩერა. აღნიშნულ ინფორმაციას, Bloomberg-ი ავრცელებს.
ჩინეთის ნავთობიმპორტიორები რომლებიც რუსეთისგან ნავთობს ყიდულობდნენ აცხადებენ, რომ რუსული ნავთობის შეძენას იქამდე შეაჩერებენ, სანამ სანქციების ამოქმედებაში უფრო მეტი სიცხადე არ იქნება შეტანილი. ასევე აღნიშნავენ რომ გადაწყვეტილება განპირობებულია ასევე სიფრთხილის გამო, რადგან არ გამორიცხავენ რუსეთისგან ნავთობის შეძენის შემთხვევაში თავადაც მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში.