უფრო გასაკვირი ის არის, რა რეაქციებიც აქვთ ოპოზიციონერებს, ვიდრე ის, რომ საპარლამენტო დელეგაცია დღეს ჩინეთში კოლეგებს ხვდება. ჩვენ გვესმის, რომ როდესაც მაღალ დონეზე თანამშრომლობაზეა საუბარი, სამთავრობო უწყებებს სჭირდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა საპარლამენტო გუნდის მხრიდანაც. იმიტომ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე, საკანონმდებლო მხარდაჭერის გარეშე, ბევრი ინიციატივა თუ სურვილი ვერ განხორციელდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პროდუქტიული იქნება ის ვიზიტი, რომელსაც დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ახორციელებს ჩინეთში.
განაცხადა ამის შესახებ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.