ჩინურ ვაქცინასთან გულდამშვიდებული ვერ ვიქნებით – ბიძინა კულუმბეგოვი

”ჩინურ ვაქცინასთან გულდამშვიდებული ვერ ვიქნებით” – იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ Covax პლატფორმამ, შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები არ დაამტკიცოს. მისი თქმით, პრეპარატის შესახებ ჩატარებული კვლევები არ არის საკმარისად გამჭვირვალე.

“ჩინურ ვაქცინასთან მიმართებით ასეთი გულდამშვიდებული ვერ ვიქნებით. მათ ჩატარებული აქვთ კვლევები ბრაზილიაში, ინდონეზიაში, თურქეთში და თითქმის მასალები გამოუქვეყნებელია“.  – ამბობს კოლუმბეგოვი.

ბრაზილიის ხელისუფლებამ, რომელიც ვაქცინის გამოცდაში იღებდა მონაწილეობას, ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ Coronavac-ს 78%-იანი ეფექტურობა აქვს ვირუსის წინააღმდეგ, თუმცა კვლევა სრული სახით, ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.

“ზოგი კვლევით 50%-ს არ აღემატება ამ პრეპარატების ეფექტურობა, ზოგიერთი შეიძლება 78%-ს წერდეს. მე არ ვიქნები ასეთი დარწმუნებული, რომ Covax-ის პლატფორმა დაამტკიცებს ყველა ჩინურ ვაქცინას”, – ამბობს კულუმბეგოვი.