ჩოხატაურში, ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა მოსწავლეზე სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა ინფორმაცია მას შემდეგ გახმაურდა, რაც დაზარალებული მოზარდი გოგოს დედამ სკოლის დირექციას მიმართა. სკოლაში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. მომხდარს ადასტურებს სკოლის დირექტორიც.
„საქმე არის ძიებაში, ვიცი, და ველოდები გამოძიებას. დეტალები მეც არ ვიცი. როგორც ჩანს, ჩემამდე არ მოიტანეს ინფორმაცია. სამართალდამცავებთან არ მქონია საუბარი”, – ამბობს დირექტორი ჟურნალისტებთან საუბრისას.