” ჩუღურეთში 35-ე უბანზე 0 ხმა გვეწერა, აღმოჩნდა, რომ ოცნებას მიათვალეს “- ამის შესახებ, ევროპული საქართველოს ანტიკორუფციული ქსელის ხელმძღვანელმა და ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო კანდიდატმა გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა.
“არის ჩუღურეთის 35-ე უბნის ოქმი, სადაც ევროპულ საქართველოს ოქმის მიხედვით 0 ხმა ჰქონდა, რაც შეუძლებელი იყო. ჩვენ ძალიან ბევრი ვიწვალეთ, იმისთვის რომ ეს უბანი გადაეთვალათ და აღმოჩნდა რომ ევროპულ საქართველოს ჰქონდა ხმები მიღებული, თუმცა ეს ხმები ქართული ოცნების ყულაბაში ჰქონდათ მითვლილი. ეს არის პრობლემა, ეს არის ის, როგორც აყალბებს არჩევნებს ქართული ოცნება, ეს ერთ-ერთი მეთოდია. მგონი, ნებისმიერი მოქალაქისთვის, მათ შორის, ქართული ოცნების მხარდამჭერისთვისაც, ასეთი მეთოდით ხელისუფლებაში დარჩენა უნდა იყოს მიუღებელი. ამიტომ არის ჩვენი ვალი რომ ეს ხელისუფლება გავუშვათ, რადგან პოლიტიკაში არ უნდა არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მსგავსი მეთოდებით ინარჩუნებენ სკამებს”. – ამბობს გიორგი ნონიაშვილი.