“არანაირი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ ყოფილა, საქართველოსა და რუსეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, ლავროვი ცდილობს, რომ საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციების დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, მაგალითად თვითმფრინავი რომ დაჯდეს, საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკებად გაასაღოს და ამით დააზიანოს საქართველოს მოქმედი მთავრობა, იმიტომ რომ მან იცის, რომ მისი ყოველი პოზიტიური შეფასება საქართველოში არის ნეგატიურად აღქმული და ეს ასეა”,
დეპუტატი, ქართული ოცნების წევრი ბექა დავითულიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება.