ინფექციონისტი გიორგი კამკამიძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორზე, თენგიზ ცერცვაძეზე ამბობს, რომ ის სახელმწიფო კლინიკური ხელმძღვანელობიდან უნდა წავიდეს.
კამკამიძე სხვა ექიმებსაც მოუწოდებს, ხმა ამოიღონ.
“თენგიზ ცერცვაძე – ეს გროტესკული არსება – კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს! მის ადგილას რომ ვიყო, რემდესივირს კი არ მოვითხოვდი, არამედ კალიუმის ციანატს! თვითონ ვერასოდეს მიხვდება და ერთი პანჩური სჭირდება ისტორიის ნაგავსაყრელზე გადასაგდებად. არ დავწერდი ამას, მართლა ყოველდღე რომ არ მიქონდეს სიკვდილს გაჭირვებით გამოზრდილი, ნალოლიავები ანგელოზების სიცოცხლეები! მორჩა! გაჩუმების და ხათრების და რავიცი კიდევ რის, დრო აღარ არის!!! უნდა შევაწყვეტინოთ რამენაირად ამ კაცს სიცოცხლესთან ბილწი თამაში. სასწრაფოდ გასაპანღურებელია სახელმწიფო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელობიდან! კი ბატონო, მე პირადი დაპირისპირება მაქვს მასთან, ამიტომ კეთილი ინებეთ და სხვებმაც ამოიღეთ ხმა!!! – წერს ექიმი ფეისბუქზე.
გუშინ თენგიზ ცერცვაძემ გუშინ განაცხადა, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი, ჯანდაცვის სისტემა და ექიმები ეპიდვითარებას ეფექტიანად მართავენ.
მან უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებენ, მოუწოდა, “საკუთარ ქვეყნებს მიხედონ”.