ცესკო – ს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ოპოზიციის მიერ წარდგგენილი გიორგი სიორიძე აირჩიეს. ამის შესახებ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
„დღეს სხდომაზე აირჩა თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციური მხრიდან. ასე რომ, დღეიდან ინსტიტუციას ჰყავს ორი მოადგილე, რაც პროცესის ინკლუზიურობის საწყის ეტაპზე მიუთითებს. როგორც იცით, 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნები გაიმართება და დღეიდან, ცესკო სრული დატვირთვით იმუშავებს იმისთვის, რომ ამ არჩევნებს მაღალ დონეზე ორგანიზებული არჩევნები და სერვისები შესთავაზოს. დღეს ჩემი ხელმძღვანელობით შედგა პირველი სხდომა, სადაც ჩვენ მივიღეთ რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც აუცილებელია არჩევნების კანონმდებლობის სრული დაცვით წარმართვისთვის და განხორციელებისთვის.ვგრძნობ იმ პასუხისმგებლობას რომელიც მაკისრია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, ამომრჩეველს არ გავუცრუო იმედი და უზრუნველყო ყველა ის ნაბიჯი, რაც არჩევნების გამჭირვალე და ინკლუზიურ გარემოში ჩატარებისთვის არის აუცილებელი ” – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.