ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ ცესკომ გასცა განკარგულება, არ გაიხსნას სადავო უბნები და არ მოხდეს ხმების გადათვლა.
“მასობრივად ყველა საჩივარს განუხილველად ტოვებენ და ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ყუთებში სხვა შედეგებია და ბლანკებში სხვა”,– თქვა გოგორიშვილმა.
“დღეს საღამოს საოლქო კომისიები იხილავენ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს. საჩივრები შესულია ძალიან ბევრ უბანთან დაკავშირებით. მხოლოდ თბილისში შესულია მოთხოვნა 600-ზე მეტი უბნის გადათვლასა და გაბათილებაზე.
მას შემდეგ, რაც გუშინ სამგორის 97-ე საარჩევნო უბანზე დემოკრატობანა ითამაშეს და გახსნეს შეფუთული ბიულეტენები და აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ხმები ნაგავშია გადაყრილი, ცესკომ გასცა განკარგულება, არსად არც ერთი უბანი არ გაიხსნას და არაფერი გადაითვალოს.
ამას აკეთებენ სრულიად უსუსური მიზეზებით, როგორიც არის, რომ საჩივარზე არ არის მითითებული პოლიტიკური პარტიის მისამართი, საჩივარი არა რის ბლანკზე, თურმე პოლიტიკური პარტიის დამკვირვებელი სჭირდება დამატებითი მინდობილობა”. – თქვა გოგორიშვილმა პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, დღეს საღამოს დემონსტრაციები თბილისში და რეგიონებში საოლქო კომისიებთან იხოვდნენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საჩივრების განხილვის პროცესს დასწრებოდნენ, თუმცა, პოლიციამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა.