ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი არჩერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გამოაცხადა.
ჟვანიას განმარტებით, არცერთი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ცესკოში საჩივრები შეიტანეს ევროპულმა საქართველომ, ნაციონალურმა მოძრაობამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ნინო ბურჯანაძე – ერთიანმა საქართველომ, პატრიოტთა ალიანსმა, ეკა ბესელია – სამართლიანობისთვის–მა.
გარდა ამისა, ცესკომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარიც არ დააკმაყოფილა.
ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციას შედეგის გასაჩივრებისთვის ერთი დღეს აქვს.
სხდომის პარლალელურად აქტივისტები აქციას მართავდნენ.