“მიხეილ სააკაშვილი არის ნაციონალური მოძრაობის ნამდვილი ლიდერი, წერტილი. ნაციონალური მოძრაობა რა ხმებსაც იღებს, 99% არის მიხეილ სააკაშვილი, ეს არის ფაქტი. მომავალში, რომ გაეზრდება ენმ-ს ხმები, ის მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაც იქნება, ნიკა მელიასიც, ხატია დეკანოიძესიც, პეტრე ცისკარიშვილისაც, კობა ნაყოფია, აკო მინაშვილი, ჩვენი 109 დეპუტატი, პარლამენტის წევრები, ყველანი შევიტანთ ამ გამარჯვებაში წვლილს.

ცივი წყალი დალიოს ყველამ! რაზე არიან ნაწყენები, მიხეილ სააკაშვილი რომ თავის სამშობლოში ჩამოვიდა? ხო არ გაუფრენიათ მაგათ?! საკუთარ უსუსრობას მიხეილ სააკაშვილს აბრალებენ?! მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდა უფლება, თავის სამშობლოში ჩამოსულიყო? მაგათთვის უნდა ეკითხა? ქოცებისთვის თუ სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის უნდა ეკითხა, შემიძლია თუ არა ჩემს გუნდთან ჩამოვიდეო? ხო არ გაუფრენიათ?! არც ვიცი, ვინ ლაპარაკობს, თბილისურად ვეტყოდი, რა, აზრზე მოდი. დავანებოთ ამ სისულელეების ლაპარაკს თავი”

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე TV პირველის ეთერში.